|
დასახელება:
პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
ინტელკომ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
ინტელკომ ჯგუფი — IT დისტრიბუციისა და სისტემური ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში — ეძებს პროდუქტის მენეჯერს ქსელების მიმართულებით.
პოზიცია მოიცავს ქსელური პროდუქტების მართვას, ქსელური გადაწყვეტების ჩამოყალიბებას და პროდუქტების სტრატეგიული განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქსელების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ქსელის ინჟინერი, PreSales ინჟინერი ან პროდუქტის მენეჯერი);
** როუტერებისა და სვიჩების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გაანალიზება, ვენდორებთან კომუნიკაცია როგორც წერილობით, ისე ვერბალურად);
** ანაზღაურება და ბენეფიტები
** ხელფასი: 3 000 ლარიდან, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მონაწილეობა საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში, მათ შორის: მომწოდებლებთან სამუშაო ვიზიტები, საერთაშორისო გამოფენები, კონფერენციები და პროფესიული ღონისძიებები;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა — საერთაშორისო ტრენინგები, ვენდორული და ინდუსტრიული სერტიფიკაციები.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. — ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითეთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|
|
|
|