Робота для біженців з України
საწყობის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: Glass Work
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმოო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიციური პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (კვირაში 5 დღე)
სამუშაო დრო: 09:00-18:00
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება : ფიქსირებული 2500 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Outlook, Microsoft Excel ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** 1C პროგრამის ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაცემის, საწყობში მათი მიღებისა და შენახვის, ფართის რაციონალურად გამოყენების გათვალისწინებით მათი შენობაში განლაგების, აუცილებელი მასალების, ინვენტარის ძებნის გაადვილებისა და დაჩქარების სამუშაოების განხორციელება და ხელმძღვანელობა;
** საწყობში დალაგებული (განლაგებული) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სათანადო შენახვის, შემოსვლა-გასვლის საბუთების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების წესების დაცვა;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, მასში მონაწილეობა და ზედამხედველობა;
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვიანობა და აღრიცხვიანობის კონტროლი;
** პროდუქციის/საქონლის ნაშთის შესახებ ინფორმაციის მუდმივი ზედამხედველობა;
** საწყობში არსებული პროდუქციის/საქონლის რაოდენობაზე თვალყურის დევნა;
** საწყობიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაცემის, მათი საწყობში მიღებისა და შენახვის, მათი შენობაში სწორად განლაგების პროცედურის წარმოება და ხელმძღვანელობა;
** საწყობის პროდუქციის/საქონლის ნაშთის კონტროლი;
** საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სწორი აღრიცხვიანობის მუდმივი წარმოება;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, ფაქტობრივი ნაშთების ბუღალტრულ ნაშთებთან შედარება (თვეში ერთხელ), სხვადასხვა შიდა სამეურნეო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ნებისმიერი დარღვევის, უსწორობის (უზუსტობის) ან/და მატერიალური ზიანის დადგომის, ასევე ასეთი ზიანის დადგომის საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინება;
** მისდამი გადაცემული სასაქონლო მარაგების შენახვა და გაფრთხილება, აგრეთვე ყოველგვარი ზომების მიღება ზარალის თავიდან ასაცილებლად;
** კომპანიის დირექტორის ინფორმირება ისეთი გარემოებების შესახებ, რაც საფრთხეს უქმნის და შეიძლება ზიანი მიაყენოს მის განკარგულებაში მყოფ სასაქონლო მარაგებს
** სასაწყობე პროცედურების ჩამოყალიბება/დარეგულირება საწყობის მოთხოვნის შესაბამისად;
** სასაქონლო მარაგების მიღება-გაცემის კონტროლი, ხარისხისა და ვადების შემოწმება, პროდუქციის/საქონლის მითვლა სათითაოდ და ზედმიწევნით და საწყობში მათი სათანადოდ განლაგება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@glasswork.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე