|
დასახელება:
ადმინისტრატორი, დამლაგებელი
|
| მომწოდებელი:
King Tamar Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
სასტუმრო "ქინგ თამარი" აცხადებს ვაკანსიებს ადმინისტრატორისა და დამლაგებლის პოზიციებზე.
1) ადმინისტრატორი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა, 4 დღეში ერთხელ
ანაზღაურება: 140 ლარი ერთ ცვლაში
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და განთავსება;
** Reception-ის საქმიანობის მართვა;
** სტუმრების რეგისტრაცია და მომსახურება;
** ინვოისების მომზადება;
** ჯავშნების დამატება და მართვა;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობიანობა და ორგანიზებულობა;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
2) დამლაგებელი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-16:00 ან 10:00-17:00
ლოკაცია: ძველი თბილისი
ანაზღაურება 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დალაგება და დასუფთავება;
** ნომრების სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** ჩექ-აუთის შემდეგ ნომრების სრულად მოწესრიგება;
** ჩექ-ინისთვის ნომრების მომზადება;
** თეთრეულის, პირსახოცებისა და საჭირო ნივთების მოწესრიგება/შეცვლა;
** აბაზანისა და სანიტარული კვანძების დასუფთავება;
** ოთახებში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** დასუფთავების საშუალებების სწორად გამოყენება;
** დაზიანების ან რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;
** სტუმრების მიერ დატოვებული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციისთვის ჩაბარება
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობიანობა და სისუფთავის სიყვარული;
** მოწესრიგებულობა და ყურადღებიანობა;
** სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულების უნარი;
** მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ელფოსტა: connectkingtamar@gmail.com
|
|
|
|