Робота для біженців з України
მარკეტინგისა და PR კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და PR კოორდინატორი
მომწოდებელი: გალერეა ფოტოატელიე
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"გალერეა ფოტოატელიე" არის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ფოტოგრაფიის გალერეა თბილისში, რომელიც ემსახურება ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების ფორმის, პოპულარიზაციას.

ჩვენ ვეძებთ მარკეტინგისა და PR კოორდინატორს სოციალური მედიისა და კონტენტის მართვის მიმართულებით - შემოქმედებით ადამიანს, რომელიც სავსე იქნება ახალი იდეებით გალერეის ცნობადობის ასამაღლებლად.

განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე (ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსპექტივით)
ანაზღაურება: 1, 200 - 1, 500 ლარი/თვეში

ძირითადი მოვალეობები:

** გალერეის ცნობადობისა და აუდიტორიის გაზრდისთვის ახალი იდეების შემუშავება.
** გალერეის დირექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კონტენტის სტრატეგიასა და მიმართულებაზე.
** სოციალური მედიის არხების (Instagram, Facebook და ა.შ.) მართვა და განვითარება.

ვის ვეძებთ:

** გამოცდილებას ან განათლებას მარკეტინგის, PR-ის, კომუნიკაციების, მედიის, ხელოვნების ან მომიჯნავე სფეროში.
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგ უნარებს.
** ქართული და ინგლისური ენების კარგ ცოდნას.
** Instagram-თან, Facebook-თან და სხვა ციფრულ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილებას.
** კონტენტის შექმნისა და ვიზუალური კომუნიკაციის საბაზისო ცოდნას.
** გულწრფელ ინტერესს ხელოვნების, ფოტოგრაფიის, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მიმართ.
** ორგანიზებულობას, რამდენიმე დავალებისა და დედლაინის ერთდროულად მართვის უნარს.
** უნარს, წამოაყენოთ საკუთარი იდეები და არ დაელოდოთ მხოლოდ მითითებებს.

საგალერეო ან ხელოვნების სფეროში სავალდებულო გამოცდილება არ მოითხოვება. მზად ვართ განვიხილოთ კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატებიც, რომლებსაც აქვთ გალერეასთან ერთად განვითარების მოტივაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: info@galleryfotoatelier.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე