იტალიური რესტორანი "ფაბიო" აცხადებს ცივი კერძების მზარეულის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ცივი კერძების, სალათების, აპეტაიზერებისა და სოუსების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
** კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტის უზრუნველყოფა;
** პროდუქტების სწორად დამუშავება, დაჭრა, მომზადება და შენახვა;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება — Mise en Place;
** კერძების ლამაზად და სტანდარტის შესაბამისად გაფორმება/დაპლატვა;
** პროდუქტების ვარგისიანობისა და ხარისხის კონტროლი;
** პროდუქციის სწორად შენახვისა და მაცივრის ტემპერატურული რეჟიმების დაცვა;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მუდმივი უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
** ნედლეულისა და პროდუქციის დანაკარგების შემცირება;
** შეფ-მზარეულის მითითებებისა და სამზარეულოს სტანდარტების შესრულება;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და შეკვეთების დროულად მომზადება;
ს** აჭიროების შემთხვევაში ახალი კერძებისა და პროდუქტების მომზადების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს საბაზისო ცოდნა;
** პროდუქტების დამუშავებისა და შენახვის წესების ცოდნა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა;
** სისწრაფე, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ყურადღება და კერძის ვიზუალური სტანდარტის აღქმა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** განვითარების შესაძლებლობას;
** მოწესრიგებულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეს.
გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე sofosioridze@gmail.com.
|