Робота для біженців з України
ტურ ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურ ოპერატორი
მომწოდებელი: GE360
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს "ჯი 360" აცხადებს ვაკანსიას ტურ ოპერატორის პოზიციაზე.

თუ გიყვარს მოგზაურობა, ტურიზმი და ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული, გინდა მეგობრული სამუშაო გარემო, — შესაძლოა, სწორედ შენ გეძებდეთ!

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** სასტუმროების, ავიაბილეთებისა და სხვა ტურისტული სერვისების მოძიება და დაჯავშნა;
** მომხმარებელთა კონსულტაცია და მათი მოთხოვნების შესაბამისად ტურების შერჩევა;
** პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან და სერვისის მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** ჯავშნებისა და ტურისტული დოკუმენტაციის კონტროლი;
** ტურების მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი და საჭირო საკითხების ოპერატიულად მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა — B2/C1 დონე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კარგი საკომუნიკაციო და ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ტურიზმის სფეროში საინტერესო და მრავალფეროვან გამოცდილებას;
** ხელფასი შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: tour_operator@ge360.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტურ ოპერატორი".

გისურვებთ წარმატეებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე