Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, რეგიონები

მთავარი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან;
** კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება, ჩატარება;
** გაყიდვების დაგეგმვა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ექიმებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება;
** გასაუბრების ეტაპზე სავალდებულოა პრეზენტაციის წარდგენა საკუთარი მუშაობის პრინციპებისა და პროფესიული ხედვის შესახებ;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Office და სხვა) ცოდნა.

პიროვნული უნარები და კომპეტენციები:

** მაღალი ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ინიციატივის გამოვლენის მზადყოფნა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სტრესულ და დინამიკურ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული უნარების შესაბამისად;
** გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე;
** ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი, შემდგომში ზრდადი ბონუსების მექანიზმით.

ელექტრონული ფოსტა: Sofochiqovani28@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე