"აუგუსტი" მზარდი კვების ობიექტების ქსელია, რომელიც თბილისის მასშტაბით 9 ფილიალს აერთიანებს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციის ხარისხს, სისუფთავესა და პროცესების ეფექტურ მართვას, რათა მომხმარებლებს მუდმივად სტაბილური და მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს.
ფუნქციები და მოვალეობები:
** რეკრუტინგისა და პერსონალის შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა HR დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
** შვებულებების, ბიულეტენებისა და სხვა HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** Payroll პროცესის სრულად წარმოება;
** მუდმივი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა HR პოლიტიკებთან, შრომით ურთიერთობებსა და სამუშაო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, შიდა საკითხების;
** თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
** HR პროცესების გაუმჯობესებასა და კომპანიის შიდა ორგანიზაციული პროცესების განვითარებაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** შრომითი კანონმდებლობისა და HR პროცესების ცოდნა;
** რეკრუტინგის, HR ადმინისტრირებისა და Payroll პროცესების გამოცდილება;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ძლიერი კომუნიკაციის, ორგანიზებულობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ნაძალადევი, ჭყონდიდელის N109;
** სამუშაო საათები: 11:00-18:00;
** დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.
რას გთავაზობთ:
** თანამშრომლებისთვის 30%-იანი ფასდაკლება კომპანიის პროდუქტებზე;
** FitPass-ის სერვისი;
** მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: jobs@august.ge
|