Робота для біженців з України
ტენდერი სასტუმროს წინასწარ კვალიფიკაციასა და შერჩევაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სასტუმროს წინასწარ კვალიფიკაციასა და შერჩევაზე
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"World Vision" არის ჰუმანიტარული განვითარებისა და ადვოკატირების ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს თითქმის 100 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.wvi.org/georgia.

მოწვევა მონაწილეობისთვის:

"World Vision" საქართველო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს, მიიღონ მონაწილეობა ქუთაისში, იმერეთში სასტუმროს წინასწარ კვალიფიკაციასა და შერჩევაში. მივესალმებით განცხადებებს მომწოდებლებისაგან, რომლებიც კარგად არიან დამკვიდრებული და სანდო რეპუტაციის მქონეები თავიანთ სფეროში.

დოკუმენტების წარდგენა და შერჩევა განხორციელდება World Vision-ის ელექტრონული შესყიდვების სისტემის (Provision/Coupa) მეშვეობით.

ძირითადი ვადები:

სისტემაზე წვდომისა და სრული ტენდერო დოკუმენტაციის პაკეტის მოთხოვნის ვადა: 30 აგვისტო, 2026, 16:00

სისტემაზე წვდომისა და სრული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნისთვის გამოგზავნეთ ელ. წერილი მისამართზე: thea_kvintradze@wvi.org. ელ. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ შერჩევის სათაური — "სასტუმრო ქუთაისში, 2026-2029".

წინადადების ატვირთვის ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2026, 18:00

ვადის გასვლის შემდეგ ან შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით წარდგენილი განცხადებები არ იქნება განხილული.

კონტაქტი და განმარტებები

პროცესთან დაკავშირებული განმარტებებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

World Vision საქართველო

78, დ. უზნაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: thea_kvintradze@wvi.org
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე