Робота для біженців з України
ტექნიკური წარმოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის პროექტის ტექნიკური შეფასება და განხორციელების გზების განსაზღვრა;
** გარე რეკლამის კონსტრუქციების ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება;
** კონსტრუქციის დამაგრების, მონტაჟისა და უსაფრთხოების მეთოდების განსაზღვრა;
** მასალების, სამაგრებისა და დამხმარე ელემენტების სწორად შერჩევა;
** 2D და 3D ტექნიკური ნახაზების მომზადება;
** საწარმოო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა;
** დიზაინის ადაპტაცია წარმოებისთვის;
** წარმოების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა;
** მასალების რაოდენობების (Take-Off) დათვლა;
** თვითღირებულებისა და პროექტის სავარაუდო ხარჯების გამოთვლა;
** დიზაინის, წარმოებისა და მონტაჟის გუნდებთან კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე გასვლა, აზომვები და ტექნიკური შეფასება;
** რთული კონსტრუქციების ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
** წარმოების ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** ტექნიკური წარმოების, გარე რეკლამის ან მონათესავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ფართოფორმატიანი და გარე რეკლამის წარმოების გამოცდილება;
** CorelDRAW-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Adobe Illustrator-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** AutoCAD-ის ცოდნა;
** 3D მოდელირების პროგრამების (SketchUp, SolidWorks, Rhino, Autodesk Inventor ან მსგავსი) ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზების შექმნის გამოცდილება;
** კონსტრუქციების დაგეგმარებისა და ტექნიკური გაანგარიშების გამოცდილება;
** სხვადასხვა საწარმოო მასალის (ალუმინი, მეტალი, კომპოზიტი, აკრილი, PVC, პოლიკარბონატი და სხვა) ცოდნა;
** სამაგრების, შედუღების, ჭრისა და აწყობის ტექნოლოგიების ცოდნა;
** მასალებისა და წარმოების ხარჯების დათვლის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;

რას გთავაზობთ?

** FITT Pass;
** მშვიდ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მასშტაბურ და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** თანამედროვე საწარმოო ტექნიკასთან და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: tekla.nadiradze8@gmail.com და თემის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ტექნიკური წარმოების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე