Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: მასტერ თრეიდი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"MARS & WRIGLEY" ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე (ცხოველთა კვების მიმართულებით) თბილისში.

კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home

ძირითადი მოთხოვნები:

** იმავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი მსუბუქი ა/მანქანა;
** მართვის მოწმობა კატეგორია;
** უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით;
** პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი;
** შეკვეთის სწორი გაფორმება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით
** ხელფასი - 2700 ლარი (13 პერიოდი წელიწადში)
** საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მეილზე: mate.bendeliani@master-trade.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე