Робота для біженців з України
სამართლებრივი და კორპორაციული განვითარების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამართლებრივი და კორპორაციული განვითარების კონსულტანტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას
სამართლებრივი და კორპორაციული განვითარების კონსულტანტის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

პოზიცია ითვალისწინებს ადამიანური რესურსების მართვის (HR) სამსახურისთვის კონსულტაციის გაწევას. კონსულტანტი მჭიდროდ თანამშრომლობს HR სამსახურის უფროსთან და უწევს მას მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას იმ მიზნით, რომ 6-თვიანი ვადის განმავლობაში სრულად მოწესრიგდეს სამსახურის მიმდინარე პროცესები, ფუნქციები და დოკუმენტაცია. ამასთან, კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფაქტობრივი სამუშაო პროცესების შესწავლის საფუძველზე, პოზიცია ითვალისწინებს თანამდებობრივი ინსტრუქციების, თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და შესაბამისი შიდა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის შემუშავებას/განახლებას და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.

კონსულტანტი ანგარიშვალდებულია კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის წინაშე და მუშაობს მასთან მჭიდრო კოორდინაციაში, ხოლო HR სამსახურის უფროსთან ერთად უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის ეფექტურ ორგანიზებას.

ძირითადი მოვალეობები:

** HR სამსახურის უფროსთან ერთად სამსახურის მიმდინარე ფუნქციების, პროცესებისა და პრიორიტეტების გადახედვა და 6-თვიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** HR სამსახურისთვის მეთოდოლოგიური კონსულტაციის გაწევა და საჭირო ორგანიზაციული ცვლილებების ინიცირება;
** კომპანიის არსებული თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და შესაბამისი შიდა დოკუმენტაციის შესწავლა და შეფასება;
** სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან ინტერვიუების ჩატარება ფაქტობრივი ფუნქციებისა და სამუშაო პროცესების შესასწავლად;
** კომპანიის პოზიციებისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება და სამართლებრივად გამართვა;
** თითოეული პოზიციის ფუნქციების, უფლებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების მკაფიო განსაზღვრა;
** პოზიციებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების დუბლირების გამოვლენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** სტრუქტურული ერთეულებისა და კომპანიის დებულებების შემუშავება/განახლება;
** შინაგანაწესისა და სხვა შესაბამისი შიდა ადმინისტრაციული რეგულაციების გადახედვა და საჭირო ცვლილებების პროექტების მომზადება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადებისას ტექნიკური და საველე სამუშაოების რეალური სპეციფიკის გათვალისწინება;
** შემუშავებული დოკუმენტების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებული შრომით-სამართლებრივი რისკების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება;
** მომზადებული დოკუმენტების მენეჯმენტთან და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან განხილვა და საბოლოო ვერსიების მომზადება.

ძირითადი შედეგები და ვადები:

** ანალიზი და შეფასება — I თვე. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, მათ შორის გამოცდილ თანამშრომლებთან ინტერვიუების ჩატარება და არსებული ხარვეზების საწყისი ანალიზი.
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და მენეჯმენტთან განხილვა — II-III თვე. განახლებული შინაგანაწესის, ადმინისტრაციული პროტოკოლებისა და დებულებების მომზადება, სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.
** სამუშაოთა აღწერილობების პირველადი პროექტების მომზადება და განხილვა — IV-V თვე. სტანდარტიზებული, მოქნილი სამუშაოთა აღწერილობების შემუშავება, დეფიციტური პროფესიებისთვის ცოდნის გადაცემის მექანიზმების გათვალისწინებით.
** შიდა ადმინისტრაციული დოკუმენტაციისა და სამუშაოთა აღწერილობების საბოლოო ვერსიების მომზადება და წარდგენა — V-VI თვე. მენეჯმენტის უკუკავშირის ასახვა, დოკუმენტების საბოლოო სამართლებრივი გამართვა და HR-ისა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადება, შრომითი დავების პრევენციის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის მიმართულებით);
** შრომის სამართლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** HR სამსახურისთვის კონსულტაციის გაწევის, მისი ხელმძღვანელობის ან გუნდთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** თანამდებობრივი ინსტრუქციების, შინაგანაწესის, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და სხვა შიდა კორპორაციული დოკუმენტების შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** ორგანიზაციული ცვლილებებისა და/ან რეორგანიზაციის პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერის გამოცდილება;
** მსხვილ ორგანიზაციაში, სახელმწიფო კომპანიაში ან ინფრასტრუქტურულ/ტექნიკურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო პროცესების შესწავლის, ინტერვიუების ჩატარებისა და მიღებული ინფორმაციის სამართლებრივ და ორგანიზაციულ დოკუმენტაციაში ასახვის უნარი.

მნიშვნელოვანი პირობა:

** კონსულტანტის საქმიანობა არ შემოიფარგლება არსებული დოკუმენტების იურიდიული რედაქტირებით. სამუშაო ითვალისწინებს თანამშრომლებთან უშუალო კომუნიკაციას, ფაქტობრივი ფუნქციებისა და სამუშაო პროცესების შესწავლას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე თანამდებობრივი ინსტრუქციების, უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების სრულყოფილად ჩამოყალიბებასა და სამართლებრივ გამართვას. 6-თვიანი ვადის განმავლობაში კონსულტანტი პასუხისმგებელია HR სამსახურის საქმიანობის სრულ მოწესრიგებაზე — მათ შორის, პროცესების, დოკუმენტაციისა და შიდა კომუნიკაციის გამართვაზე.
** ტექნიკური და საველე პერსონალის თანამდებობრივი ინსტრუქციები უნდა ასახავდეს რეალურ სამუშაო პირობებს და ჩამოყალიბებული იყოს მკაფიო, მარტივი და პრაქტიკულად გასაგები ენით.

დასაქმების ფორმა: კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით
სამუშაოს შესრულების ვადა: 6 თვე

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 03.09.2026 და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სამართლებრივი და კორპორაციული განვითარების კონსულტანტი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე