Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მეტალფორმი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს "მეტალფორმი" — რკინის ნაკეთობების საწარმო, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** ხელფასების დარიცხვა და შესაბამისი აღრიცხვა;
** ზედნადებებისა და პირველადი დოკუმენტაციის წარმოება;
** საქონლისა და მასალების აღრიცხვა;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** გადარიცხვების მომზადება;
** ანგარიშ-ფაქტურების დაწერა და დადასტურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების და Excel-ის კარგი ცოდნა — აუცილებელია;
** დეკლარაციების მომზადებისა და გაგზავნის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა.
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება. (სასურველია)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი;
** მაღალი სიზუსტით მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური და კეთილსინდისიერი;
** ახალ ინფორმაციასა და სამუშაო პროცესებთან სწრაფად ადაპტირების უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
შაბათი-კვირა — დასვენების დღე;
ანაზღაურება: 2, 000 ლარი პირველი 3 თვის განმავლობაში;
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე:
hr@speckomforti.ge საგანში ვაკანსიის დასახელების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე