Робота для біженців з України
სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: აღსრულების კერძო ბიურო
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"კერძო სააღსრულებო ბიურო" აცხადებს სტაჟირებას: პირველი სამი თვე არაანაზღაურებადი, შემდგომი სამი თვე ანაზღაურებადი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში ჩართულობა
** ბიუროს საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა
** აღმასრულებლის მიერ მითითებული ცალკეული დავალებების შესრულება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით
** სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირებთან და სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია

სავალდებულო მოთხოვნები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება ან იყოს ამავე მიმართულების 4 კურსის სტუდენტი.

დამატებითი მოთხოვნები

** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტურ მართვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსის ეტაპები

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

განცხადების ბოლო ვადა: 18.09.2026

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (აუცილებლად ფოტოსურათით) მეილზე: enforcer.office@gmail.com

"subject" გრაფაში მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე