ვეძებთ რეცეფციონისტს - სტაბილური სამსახური, დროული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
"მოლეკულური მედიცინის კვლევითი ცენტრი პრაიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე. თანამშრომლის აყვანა იგეგმება უახლოეს დღეებში.
თუ ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და გიყვართ ადამიანებთან მუშაობა, გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც შრომას აფასებენ და ხელფასი ყოველთვის დროულად ირიცხება - ეს ადგილი თქვენთვისაა.
რას გთავაზობთ:
** ხელფასი: 1000 ₾ - სრული განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრულად კომპანიის ხარჯით
** ოფიციალური გაფორმება პირველივე დღიდან
** გრაფიკი: ორშ-პარ, 9:30-18:30 - ფიქსირებული და სტაბილური
** მდებარეობა: მ. ჭიაურელის #9 (გაგუას კლინიკის მიმდებარედ)
** მეგობრული კოლექტივი
ძირითადი საქმე: პაციენტების მიღება და მიმართვა, ვიზიტების რეგისტრაცია და კოორდინაცია, გადახდების მიღება და აღრიცხვა, სატელეფონო ზარებზე პასუხი.
ვის ვეძებთ: კომუნიკაბელურ, თავაზიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე (განსაკუთრებით გადახდებთან), კარგად ფლობს საოფისე პროგრამებსა და კომპიუტერს. ინგლისურის ცოდნა და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა.
ღიაა მხოლოდ 1 ადგილი და შევსებისთანავე ვაკანსია დაიხურება - თუ დაინტერესდით, ნუ გადადებთ!
გამოგზავნეთ CV: info@primax.ge reception@primax.ge· ან დაგვირეკეთ: 551 21 31 41· სამუშაო დღეებში: 09:30-18:30.
|