|
დასახელება:
რესტორნის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Greenwood Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
სასტუმრო "GreenWood Hotel&Spa" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3
ფუნქცია-მოვალეობები:
** რესტორნის ოპერაციების ყველა ასპექტის ზედამხედველობა, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** გუნდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და შემდგომ ყოველდღიური მართვის უზრუნველყოფა კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
** გაყიდვების ზრდასთან და სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების ინიციირება;
** ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პერიოდული დატრენინგება;
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** ნაშთების და გეგმის შესრულების მონიტორინგი.
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი რესტორნებში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის უნარი, იყოს ემპათიური, მიუკერძოებელი და სამართლიანი.
შერჩევის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რესტორნის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".
გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."
|
|
|
|