"Enterprise Rent-A-Car" არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 90-ზე მეტ ქვეყანაში და აწვდის ავტო-გაქირავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას კერძო პირებსა და კორპორაციულ კლიენტებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებგვერდზე: http://www.enterprise.ge
"Enterprise Rent-A-Car" ეძებს მოტივირებულ, მიზანზე ორიენტირებულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას
** პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას
** ანაზღაურება: 2, 000-3, 000 ლარი გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული + ბონუსი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office (Word, Excel, Power Point), Microsoft Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის პირობების გაცნობა
** ოფისში შემოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც სატელეფონო ისე მეილით (before/after sale)
** ავტოგაქირავების ხელშეკრულების და გადაცემის აქტის მომზადება-გაფორმება და პროგრამაში შეყვანა
საპატრულო და პარკირების ჯარიმების შემოწმება
** ავტოგაქირავების ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტების შემოწმება
** ავტოგაქირავების ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: beka.vakhtangishvili@ehiglobal.ge
|