Робота для біженців з України
პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ERC
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://erc-distribution.ge/

შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** გრაფიკი: 10:00-19:00
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
** ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა
** მაღაზიაში პროდუქციის ფასის კონტროლი
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის მახასიათებლებისა და გამოყენების წესის შესახებ კონსულტაციის გაწევა, აგრეთვე პროდუქციის გაყიდვის პროცესში აქტიური მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით.
** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr.sakartvelo@erc.international და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -პრომოუტერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე