Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
** შრომის ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შრომის ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო+FITPASS. დასაქმებიდან 1 წლის შემდეგ შესაძლოა დაწინაურება უფროს იურისტად (3000 + ლარი ხელზე), შემდეგ კი მთავარ იურისტად (4000 + ლარი ხელზე).

დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.zlf.com.ge facebook: Giorgi Zarnadze Law Firm. Tiktok: Giorgi Zarnadze Law Firm

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა/ანალიზი;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სასამართლოში, არბიტრაჟში და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა;
** კომპანიების რეგისტრაცია;
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (ჩაითვლება უპირატესობად);
** მართვის მოწმობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე