შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება: 9065 ლარი (Gross).
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
ორგანიზაციის შესახებ
კომპანიის სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. კომპანია შექმნილია "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" არის 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში მოქმედებს.
კომპანიის ძირითადი ფუნქციაა საქართველოში არსებული სამოქალაქო აეროპორტების მართვა, ზედამხედველობა, განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამ ეტაპზე, კომპანია ოპერირებს საქართველოს სამ აეროპორტში. ესენია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი და ამბროლაურის აეროპორტი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინფრასტრუქტურის განვითარების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, სრული ციკლის წარმართვა პროექტის ინიცირებიდან - საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებამდე;
** არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობისა და ფუნქციონირების მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციისა და ანალიზის მომზადება, საჭირო ღონისძიებების განხორციელება ობიექტების გამართულად / ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით;
** ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის მონიტორინგი და ზედამხედველობა, მათ შორის სამუშაოების ვადების, ხარისხისა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო საპროექტო, საკონსულტაციო, საექსპერტო, სამშენებლო, სამონტაჟო და სხვა მომსახურებების ტექნიკური დავალებების მომზადება შესყიდვის პროცედურების ინიცირების მიზნით;
** საჭიროების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების მომზადებაში მონაწილეობა, კონტრაქტორის მიერ წარმოადგენილი ხარჯთაღრიცხვის დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და ა.შ.;
** ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ნებართვების, თანხმობებისა და სხვა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტაციის მოპოვების პროცესში მონაწილეობა, წარმართვა, შესაბამისი საბუთების მომზადების / მოპოვების უზრუნველყოფა და ა.შ.;
** საპროექტო, სამშენებლო, საექსპერტო, საზედამხედველო და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზებისა და შეფერხებების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ხელშეკრულებით/ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების, ექსპლუატაციაში მიღებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული აქტების, ოქმების, ანგარიშების, წერილების, მოხსენებითი ბარათების, ტექნიკური დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის / კორესპონდენციის მომზადება;
** ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და ხელმძღვანელობისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება, პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დროულად ინფორმირება;
** ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესებთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის სამუშაო პროცესში გათვალისწინება;
** ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით შიდა რეგულაციების, პროცედურების, სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში, დანერგვაში და აღსრულებაში მონაწილეობა;
** ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში წარმოშობილი პრობლემების, რისკებისა და შესაძლო გაუმჯობესების მიმართულებების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ხელმძღვანელობისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის უზრუნველყოფა, დამაბრკოლებელი / სადავო გარემოებების აღმოფხვრის მიზნით საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ა.შ.;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ამოცანების დასახვა და პრიორიტეტიზაცია; დასახული ამოცანების მიღწევის პროცესის კონტროლი;
** დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის დავალებების/შემოსული კორესპონდენციის განაწილება პასუხისმგებლობების/კომპეტენციის მიხედვით და შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებული სამსახურების მიერ მიერ მომზადებული პროექტების, დასკვნების, შედეგების და კორესპონდენციის შეთანხმება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიმართ წახალისების/დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა ხელმძღვანელობასთან; თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების საჭიროების განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის პროფესიული კონსულტაციისა და რეკომენდაციების გაწევა;
** ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგებული წარმოებისა და შენახვის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მშენებლობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის ან/და მსგავსი სფეროს მიმართულებით.
** შენობა-ნაგებობების ან/და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, პროექტირების, მშენებლობის ან/და ზედამხედველობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
** საპროექტო, სანებართვო, სამშენებლო, საექსპერტო ან საზედამხედველო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** სამშენებლო სფეროში არსებული ნორმების, სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა.
** ენები: ინგლისური - B2.
** კომპიუტერული პროგრამები: ტექნიკური/საპროექტო პროგრამების ცოდნა.
უნარები:
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზის უნარი;
** პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
კონკურსის ეტაპებია:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსი ცხადდება პირის განსაზღვრული ვადით დასაქმების მიზნით.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
|