Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Mobile Gallery
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"Mobile Gallery" არის მობილურის და კომპიუტერის აქსესუარების მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, მუდმივად განახლებად ასორტიმენტს და მომსახურების მაღალ დონეს.

"Mobile Gallery" ეძებს გუნდის წევრს სრულ განაკვეთზე (შესაძლებელია არასრული სამუშაო განაკვეთის განხილვაც) მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, დალაგება, დახარისხება;
** მომხმარებლისთვის ეფექტური და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** სალაროსთან მუშაობა, პროგრამული აღრიცხვა;
** ონლაინ შეკვეთების გამზადება;
** მაღაზიაში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება;
** მარაგების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, წერეთელი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთის შემთხვევაში კვირაში 48 საათი, არასრულ განაკვეთზე განიხილება 36 საათიანი სამუშაო დრო.
გრაფიკი შეთანხმებით.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჯამური გაყიდვებიდან, 800-1200 ლარი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და საინტერესო გარემოში
თუ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ გამოაგზავნე CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancymobilegallery@gmail.com, სათაურის ველში პოზიციის დასახელებით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე