|
დასახელება:
ფინანსური მენეჯერის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
თრექინგს.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
ლოჯისტიკური და საკურეირო კომპანია "Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე.
ვაკანსიის აღწერა:
კომპანია ეძებს ფინანსური გამოცდილების მქონე ფინანსური მენეჯერის დამხმარეს, რომელიც მხარდაჭერას გაუწევს მენეჯერს შემდეგ მიმართულებებში:
** ბუღალტრული თვის დახურვების წარმოება
** ფინანსური ანგარიშგებების გამზადება
** ფულადი ნაკადების მონიტორინგი და წარმოება
** რეესტრების აღრიცხვა და დოკუმენტების დამუშავება
** კონტრაგენტებთან ურთიერთქმედება და ნაშთებია დამუშავება
** ბუღალტრული ნაშთების შემოწმება და დამუშავება
** სხვა დავალებები განსაზღვრეული მენეჯერის მიერ
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროებში.
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში.
** სასურველია საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებისა და ადგილობრივი საგადასახადო წესების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** Excel-ის ცოდნა.
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
** ლოჯისტიკის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** ხელფასი: 1500 GEL
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** მდებარეობა: თბილისი, ორხევი
გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად:
** ონლაინ გასაუბრება;
** გასაუბრება სათავო ოფისში.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@trackings.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|