"AutoSell Georgia" აცხადებს ვაკანსიას ავტო-ასისტენტის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ენერგიულ და ორგანიზებულ ავტო-ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება ავტომობილებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში და დაეხმარება გუნდს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მართვაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილების უსაფრთხოდ გადაადგილება სხვადასხვა ლოკაციაზე;
** ავტომობილების ფოტო/ვიდეო გადაღება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია;
** ავტომობილების სამრეცხაოში ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციაზე გადაყვანა;
** ავტომობილის გასაყიდად მომზადებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო პროცესების კოორდინაცია;
** სხვადასხვა მიმდინარე საორგანიზაციო დავალების შესრულება.
მნიშვნელოვანია: ავტო-ასისტენტი უშუალოდ არ ასრულებს ავტომობილის რეცხვის, შეკეთების ან მოწესრიგების სამუშაოებს — მისი პასუხისმგებლობაა ავტომობილის შესაბამის ლოკაციაზე მიყვანა და პროცესის ორგანიზებაში დახმარება.
მოთხოვნები:
** ასაკი: 23 წლიდან;
** მართვის გამოცდილება — მინიმუმ 3 წელი;
** ავტომობილის უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და კლიენტებთან ურთიერთობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00-20:00;
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1200-1500 ₾;
** საწვავის ხარჯის ანაზღაურება;
** დამატებითი საბონუსე სისტემა — გაყიდული ავტომობილის საკომისიოს 10-20%;
** მეგობრული და დინამიკური სამუშაო გარემო.
თუ კარგად მართავ ავტომობილს, ხარ პასუხისმგებლობიანი და მოგწონს აქტიური სამუშაო, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა დავალებას მოიცავს, გამოგვიგზავნე CV და გთხოვთ დაურთეთ თქვენი სურათი.
ელფოსტა: info@autosell.ge
|