Робота для біженців з України
მასტერ-ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასტერ-ბარისტა
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

კაფეების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას მასტერ-ბარისტას პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი (მოიცავს 1 საათიან შესვენებას);
სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: 1100ლ (+ ბონუსი 200ლ);

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სენდვიჩების აწყობა;
** მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა;
** შეკვეთების მიღება და დროული მომზადება;
** ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სენდვიჩების აწყობა;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა;
** შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა;
** ყოველი თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობისმინიმუმ 1წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:

** განვითარებაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** მეგობრული;
** პუნქტუალური;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მასტერ-ბარისტა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე