Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი - ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ართვინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას: პროექტის მენეჯერი სამშენებლო კომპანიაში

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის პროცესების ზედამხედველობა (მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება);
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა, კონტროლი და მართვა;
** სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
** საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მოცულობების გადამოწმება;
** საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება;
** ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყოველდღიური რეპორტის მომზადება;
** რეგულარული შეხვედრების დაორგანიზება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
** პროექტის შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა;
** პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო განრიგი: სრული
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა

კადრების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი ლოკაციებისთვის: ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე info@artwin.ge. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე