|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
გმირების ღვინო
|
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
"გმირების ღვინო" ეროვნული გმირების მემკვიდრეობით შთაგონებული ქართული ღვინის პროექტია. ჩვენი კოლექცია ეძღვნება საქართველოს ეროვნულ გმირებს, აერთიანებს მათ ისტორიებს, ოჯახებსა და მომავალ თაობებს.
გვსურს ჩვენს გუნდში შემოვიერთოთ გაყიდვების კონსულტანტი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს სასაჩუქრე ღვინოს "ბაზარი ორბელიანზე".
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის "გმირების ღვინის" იდეისა და პროდუქციის გაცნობა;
** პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
** სტენდის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.
სამუშაო ადგილი: თბილისი - ბაზარი ორბელიანზე
სამუშაო საათები: 12:00-21:00
გრაფიკი: დღეგამოშვებით
შესვენება: 1 საათი
ანაზღაურება: 60 ლარი NET / სამუშაო დღე
მთავარია, კანდიდატი იყოს კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული ადამიანი, რომელიც გაიზიარებს "გმირების ღვინოს" იდეასა და ღირებულებებს და გახდება ჩვენი გუნდის წევრი.
იმისათვის, რომ შეიტყოთ მეტი პროექტისა და იდეის შესახებ, ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს: https://heroeswine.ge/
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: contact@heroeswine.ge
|
|
|
|