Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: Yans
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
კომპანია "Yans" არის პროფესიონალთა გუნდი, რომლებსაც უყვართ თავიანთი სამუშაო და აფასებენ კლიენტებს. კომპანია Yans სთავაზობს მომხმარებელს სახარჯი მასალების ფართო არჩევანს, პროდუქციას სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, კაფეებისთვის, ჰორეკა სექტორის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის (HoReCa).

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქციის ფართო სპექტრს და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ კლიენტთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან და თანამშრომლებთან გრძელვადიანი ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება ნდობასა და ურთიერთპატივისცემას.

ვეძებთ მძღოლ-ექსპედიტორს, რომელიც ყოველდღიურად მიაწოდებს ჩვენს პროდუქციას მომხმარებელს.

პირობები:

** სამუშაო საათები: 6-დღიანი სამუშაო კვირა, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე;
** ხელფასი: 2000 ლარი თვეში;
** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილია შესაბამისი მანქანა და სამუშაო აღჭურვილობა.

საწყობი მდებარეობს ლილოში, იუმაშევის ქუჩაზე (თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ)

პასუხისმგებლობა: შეკვეთების მიწოდება ყოველდღიურ მარშრუტებზე

მოთხოვნები:

** BC მართვის მოწმობა
** მართვის გამოცდილება
** კეთილსინდისიერება, პუნქტუალურობა
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ფლობა

გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@yans.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დამატებით ინფორმაციას კომპანიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე: https://yans.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე