"შვეიცარიული სკოლა თბილისში" აცხადებს კარატეს კლუბის მასწავლებლის ვაკანსიას კლასგარეშე აქტივობების პროგრამის ფარგლებში. სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანი ქუჩა N30
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
სამუშაოს აღწერა:
კარატეს კლუბის მასწავლებელი
** უძღვება I-VI კლასების მოსწავლეთა კარატეს კლუბს, კლასგარეშე აქტივობების პროგრამის ფარგლებში;
** ამზადებს და ატარებს ასაკის შესაბამის, უსაფრთხო და მრავალფეროვან სავარჯიშო გაკვეთილებს;
** ასწავლის მოსწავლეებს კარატეს საბაზისო ტექნიკას, თვითდისციპლინას, სხეულის კონტროლსა და კონცენტრაციას;
** ზრუნავს მოსწავლეებში სპორტული ეთიკის, პატივისცემისა და თანატოლებთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე;
** სასწავლო წლის ბოლოს ან საჭიროებისამებრ ორგანიზებას უწევს ღია გაკვეთილს/დემონსტრაციას მშობლებისა და სკოლის საზოგადოებისთვის;
** უზრუნველყოფს გაკვეთილების დროს მოსწავლეთა უსაფრთხოებას და ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარის გამართულობას;
** აწარმოებს დასწრების აღრიცხვასა და საჭირო დოკუმენტაციას.
პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ან დადასტურებული გამოცდილება საბრძოლო ხელოვნების/კარატეს სფეროში;
** შესაბამისი სერტიფიკატი ან დანი (სასურველია);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** კომუნიკაბელურობა, მოთმინება და ინდივიდუალური მიდგომის უნარი.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე: info@sist.ge
დანიშნულებაში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
|