"შვეიცარიული სკოლა თბილისში" აცხადებს ბალეტის კლუბის მასწავლებლის ვაკანსიას კლასგარეშე აქტივობების პროგრამის ფარგლებში. სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანი ქუჩა N30
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
სამუშაოს აღწერა:
ბალეტის კლუბის მასწავლებელი
** უძღვება I-VI კლასების მოსწავლეთა ბალეტის კლუბს, კლასგარეშე აქტივობების პროგრამის ფარგლებში;
** ამზადებს და ატარებს ასაკის შესაბამის, საინტერესო და მრავალფეროვან სავარჯიშო გაკვეთილებს;
** ავითარებს მოსწავლეებში ცეკვის საბაზისო ტექნიკას, სხეულის კოორდინაციას, რიტმის შეგრძნებასა და პლასტიკურობას;
** ზრუნავს მოსწავლეთა მოტივაციისა და ბალეტისადმი ინტერესის ჩამოყალიბებაზე;
** სასწავლო წლის ბოლოს ან საჭიროებისამებრ ორგანიზებას უწევს ღონისძიებას მშობლებისა და სკოლის საზოგადოებისთვის;
** უზრუნველყოფს გაკვეთილების დროს მოსწავლეთა უსაფრთხოებას;
** აწარმოებს დასწრების აღრიცხვას.
პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ან დადასტურებული გამოცდილება ბალეტის/ცეკვის სფეროში;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა, მოთმინება და ინდივიდუალური მიდგომის უნარი.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე: info@sist.ge
დანიშნულებაში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
|