Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"Hotel Tbilisi Philharmonic by Mercure" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სასტუმრო იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:

** სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებლის ყურადღებით და მოთმინებით მომსახურება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** ინგლისურისა და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის დახვედრა და მაგიდამდე მიცილება;
** მენიუს მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის შეკვეთილი საკვებითა და სასმელით მომსახურება;
** სტუმრებისთვის საუკეთესო მომსახურების გაწევა;
** გადახდის ჩეკებისა და ქვითრების შეგროვება და უზრუნველყოფა.

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** ტრენინგისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და დინამიური გარემო;
** ლანჩი.

მისამართი: ქ. თბილისი, მელიქიშვილის გამზ. #10.

დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე: https://mercure.selfrecruit.ge/s/liay
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე