Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ედვაიზორი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
კომპანია "ედვაიზორი" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ოფისის მენეჯერს ქუთაისში, რომელსაც საოფისე პროცესების მართვასთან ერთად აქვს ბუღალტრული ცოდნა და შესაბამის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო საათები: 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი, კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
** ხარჯებისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვაში ჩართულობა;
** ბუღალტერთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის მომზადება;
** თანამშრომლებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ოფისის გამართული მუშაობისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა — Word, Excel;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული პროცესებისა და პირველადი დოკუმენტაციის ცოდნა;
** ინვოისებთან, ზედნადებებთან და ანგარიშსწორებებთან;
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია;
** მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: mariam.ghirsiashvili@advisory-info.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე