Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: რივერსაიდი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი "რივერსაიდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, ვინც დაგვეხმარება კორპორატიულ სექტორთან ურთიერთობის გაძლიერებასა და გაფართოებაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული — ოფისი, დისტანციური და გასვლითი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1500 ლარი (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი განხორციელებული გაყიდვების მოცულობის მიხედვით (დეტალები გასაუბრებაზე)
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** კონკურენტების ანალიზი და ბაზრის ტენდენციების შესწავლა
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების შენარჩუნება/გაღრმავება
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა
** დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება პირობებზე
** გაყიდვების და პორტფელის ანალიტიკის წარმოება და ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის
** აქტიური მუშაობა გაყიდვების გეგმისა და კომპანიის მიზნების შესასრულებლად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** ეფექტური პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** მომხმარებელთან მეგობრული და დამაჯერებელი კომუნიკაცია
** დროის მართვა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური უნარები
** ინტერესი ინტერიერის დიზაინის/სამშენებლო მასალების სფეროსადმი (დამატებითი უპირატესობა)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@river-side.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე