Робота для біженців з України
დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი - ბოლნისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
მისო "რიკო ექსპრესი" ქ. ბოლნისში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.



საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (450 ლარი კვარტალური და წლიური 3500 ლარი) + სამედიცინო დაზღვევა.
წარმატებული ერთწლიანი სამუშაო პერიოდის გასვლის შემდეგ, თანამშრომელი ჩაერთვება ხელფასის ზრდის პერსპექტივის და კვარტალური/წლიური პრემიების საბონუსე სისტემაში.



გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი.


მოთხოვნები:



** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

** სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.


უნარ-ჩვევები:



** კანდიდატს უნდა ჰქონდეს მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.



დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3x4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.



** რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
** აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე