ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ რეკრუტერს, რომელიც დისტანციურად იმუშავებს რამდენიმე პარტნიორი კომპანიისთვის კადრების მოძიებასა და შერჩევაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ვაკანსიის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი კანდიდატების აქტიური ძიება (Sourcing);
** რეზიუმეების გადარჩევა და პირველადი გასაუბრებების ჩატარება;
** კანდიდატების შეფასება და დამკვეთ კომპანიებთან წარდგენა;
** შერჩევის პროცესის მართვა აყვანის საბოლოო ეტაპამდე
მოთხოვნები:
** რეკრუტინგის / HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** კანდიდატების მოძიების სხვადასხვა არხების ცოდნა (LinkedIn, სოციალური ქსელები, სპეციალიზებული პორტალები);
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების მართვის უნარი
tsertsvadze.giorgi96@gmail.com
|