"რენდერტექ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** ცხოველური ცხიმების შეგროვების, მიღების, დახარისხებისა და გადამუშავების პროცესების მართვა;
** საწარმოო პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის კონტროლი;
** თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;
** საწარმოო მარაგების, საჭირო მასალებისა და რესურსების დაგეგმვა;
** ტექნიკური და საწარმოო პროცესების გამართულობის კონტროლი;
** ექსპორტისთვის პროდუქციის მომზადების პროცესის ორგანიზება;
** შეფუთვის, დასაწყობებისა და დატვირთვის პროცესების კონტროლი;
** ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროცესებში კოორდინაცია;
** საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოების კონტროლი;
** პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
** ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება საწარმოს მუშაობის, შედეგებისა და საჭიროებების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საწარმოს/წარმოების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** თანამშრომლების მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გადაწყვეტილების დროული მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** საოპერაციო პროცესების კონტროლისა და დაგეგმვის კარგი უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;
** შესაბამის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** ლიდერული უნარები;
** პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** პასუხისმგებლობიან და მნიშვნელოვან პოზიციას კომპანიის საქმიანობაში;
** გრძელვადიან თანამშრომლობას.
დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე), ელ. ფოსტაზე: hr@biodiesel.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|