"Food Management Group" 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს. კომპანია მოიცავს კორპორატიული კვების, ფურშეტებისა და ქეითერინგის მიმართულებებს და დღეისთვის საქართველოს ბაზარზე კვების მენეჯმენტის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია.
კომპანია აერთიანებს 100-ზე მეტ თანამშრომელს. მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა გუნდის წყალობით, "Food Management Group" ყოველწლიურად ვითარდება და ამკვიდრებს ქეითერინგის მაღალ სტანდარტებს.
"Food Management Group" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდინგის ჯგუფის წევრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს ტერიტორიის დალაგება და დასუფთავება;
** სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა და მოვლა-პატრონობა;
** კომპანიაში დანერგილი სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის წესების/სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა;
** საწარმოო ნარჩენების მართვა;
** ჭურჭლის რეცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
** ანაზღაურება: 1500;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ადგილმდებარეობა: თბილისი;
** უფასო კვება.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@fmgroup.ge.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სტიუარდინგის თანამშრომელი".
|