Робота для біженців з України
უმცროსი ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ექიმი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ექიმის ზედამხედველობით სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** სტაციონარში პაციენტის მდგომარობის მართვაში მონაწილეობის მიღება ექიმთან ერთად.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სარეზიდენტო პროგრამის რეზიდენტობა;
** სასურველია ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად (MS Office) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული.

სამუშაო განრიგი: მორიგე უმცროსი ექიმი - 24 საათიანი მორიგეობა ოთხ დრეში ერთხელ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 05 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე