Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** სალარო-აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სასაქონლო ზედნადებების შექმნა;
** რეალიზებული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** დღის დახურვის სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი

ანაზღაურება: 1400 ლარი + პრემია (ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 09:00-დან 18:00 საათამდე
დასვენების დღე: 2 დღე

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე