Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: Galleria Tbilisi
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
გალერია თბილისი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი


ძირითადი ფუნქციები:

** უზრუნველყოს თანამშრომლებისა და კომპანიის ვიზიტორების უსაფრთხო ტრანსპორტირება.
** უზრუნველყოს ავტომობილის გამართული მუშაობა.
** პასუხისმგებელია ავტომობილის უსაფრთხოებაზე, სისუფთავესა და ტექნიკურ გამართულობაზე.
** პასუხისმგებელია კომპანიის ავტომობილისთვის ავტოსათადარიგო ნაწილების, ზეთების, საბურავებისა და საჭირო აქსესუარების მოძიებასა და შესყიდვაზე.
** საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელია კომპანიის დოკუმენტაციის და/ან კუთვნილი ნივთების უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებაზე.
** საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელია კომპანიის სამეურნეო საკითხების მოგვარებაზე.
** სამუშაო კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებები.

საჭირო გამოცდილება და თვისებები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე.
** სავალდებულოა ქართული ენის გამართულად ცოდნა.
** B კლასის მართვის მოწმობა.
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა.
** თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა.
** სანდოობა, პუნქტუალურობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.

sgogeshvili@galleria.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე