Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Travelfy
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
ტურისტული კომპანია Travelfy ეძებს კრეატიულ და პასუხისმგებლიან გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც იზრუნებს კომპანიის ვიზუალური კომუნიკაციის შექმნასა და განვითარებაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი ვიზუალური ხედვა, შეუძლია იდეების საინტერესო დიზაინად გარდაქმნა და სიამოვნებს დინამიკურ, გუნდურ გარემოში მუშაობა.

პასუხისმგებლობები:

** სოციალური მედიისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნა;
** სარეკლამო კამპანიებისთვის ბანერებისა და სხვადასხვა ვიზუალის მომზადება;
** ტურისტული შეთავაზებების ვიზუალური გაფორმება;
** ციფრული და ბეჭდური მარკეტინგული მასალების დიზაინი;
** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა და განვითარება;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად კრეატიული კონცეფციების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში არსებული ვიზუალური მასალების ადაპტირება სხვადასხვა ფორმატისთვის.

მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის ვიზუალური ტენდენციების ცოდნა;
** კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და დედლაინების დაცვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
** პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** კრეატიულ და დინამიკურ გუნდთან მუშაობას;
** საინტერესო პროექტებს ტურიზმის მიმართულებით;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღო ბრენდის ვიზუალური მიმართულების განვითარებაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და Portfolio ელ.ფოსტაზე: hr@travelfy.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე