სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" და საერთაშორისო კომპანია IPM, 100-ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის (ჰაუსმენი) პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი 09:00-18:00, 11:00-20:00
ანაზღაურება: 1050 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო ცვლის განმავლობაში, აპარტამენტების, კორიდორების და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
** აპარტ-სასტუმროს შიდა და გარე სივრცეების დასუფთავება და მოწესრიგება, მათ შორის ლობი, დერეფნები, კიბეები, ლიფტები და სხვა საერთო ზონები;
** ხალიჩების გეგმური ან/და საჭიროებისამებრ დასუფთავება სპეციალური აპარატითა და ხსნარებით;
** შიდა და გარე ფანჯრების, მინის კარების და გამყოფი მინების წმენდა;
** დასუფთავების ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა მტვერსასრუტები, ხალიჩის საწმენდი დანადგარები, იატაკის სახეხი აპარატები და სხვა შესაბამისი მოწყობილობები;
** ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის, საფრთხის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებელი შეტყობინება ზედამხედველისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში ოთახების დასუფთავების თანამშრომლების დახმარება თეთრეულის მიტანაში ან გატანაში;
** აპარტ-სასტუმროს შიდა წესების, პროცედურების და უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა;
** სტუმრებთან და თანამშრომლებთან თავაზიანი და პროფესიონალური ურთიერთობა.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია წინა გამოცდილება დასუფთავების სფეროში, განსაკუთრებით სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** კარგი ფიზიკური კონდიცია - შესაძლებლობა აწიოს ან გადააადგილოს სიმძიმეები, ფიზიკური შესაძლებლობა ფეხზე დიდხანს დგომის.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი - მზადყოფნა მუშაობისათვის შაბათ-კვირას, დღესასწაულებზე ან ცვლებში;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|