Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: სმარტ სოლუშენსი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.

სამუშაო ადგილი: საქართველო
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

მოვალეობები:

** პროექტის სამშენებლო ბიუჯეტის განსაზღვრა ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე
** პროექტის მიმდინარეობისას ბიუჯეტის მუდმივი მონიტორინგი
** შესრულებული სამუშაოების მიხედვით ყოველთვიური დოკუმენტაციის (ფორმა #2) მომზადება
** შესრულებული და დარჩენილი სამუშაოების მოცულობების დათვლა (BOQ)
** პროექტის განმავლობაში დარჩენილი სამუშაოების რებიუჯეტირება / პროგნოზირება
** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და კონტროლი
** პროექტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიში მენეჯმენტისთვის
** პროექტის ფინანსური ზედამხედველობა

უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი
** ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის, ინჟინერიის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ხარჯთაღრიცხვაში
** სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სამშენებლო ნორმებისა და ფასთაღრიცხვითი სტანდარტების ცოდნა
** ფორმა #2-ის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 17 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge

გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე