Робота для біженців з України
პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: მანქანების გაქირავების კომპანია
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
მანქანების გაქირავების კომპანია ეძებს კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გოგოს, რომელიც დაგვეხმარება თურქეთსა და აზერბაიჯანში პარტნიორული ქსელის განვითარებაში.

პოზიცია - პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი.

ძირითადი მოთხოვნები:

** თურქული ენის კარგად ცოდნა — აუცილებელია
** აზერბაიჯანული ენის ცოდნა — სასურველია
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
** პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ტურისტულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** თურქეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი მანქანების გაქირავების კომპანიების მოძიება
** პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება
** ჩვენი კომპანიისა და თანამშრომლობის პირობების გაცნობა
** მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორობის პირობებზე შეთანხმება
** ახალ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და კომუნიკაცია

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც არ უჭირს ახალი კონტაქტების დამყარება, მოლაპარაკებების წარმოება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე: fstarentcar@gmail.com

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ: "პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე