Робота для біженців з України
მიმღების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების თანამშრომელი
მომწოდებელი: Bazzar Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"ბაზზარ ბუტიკ სასტუმრო" აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

ანაზღაურება და პირობები:

** 1 100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
** ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** უნიფორმით უზრუნველყოფა.

გრაფიკი:

** 4 სამუშაო დღე, 4 დღე დასვენება (მცოცავი გრაფიკი);
** დღისა და ღამის 12-საათიანი ცვლები (2 დღე, 2 ღამე).

სამუშაოს აღწერილობა:

** სტუმრების მიღება-განთავსება (check-in);
** სტუმრების სასტუმროდან გაწერა (check-out);
** სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემების მართვა;
** სტუმრების ანგარიშების მართვა;
** დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა;
** როგორც შიდა, ასევე - გარე ზარების მიღება-გადამისამართება;
** ელექტრონული კორესპონდენცია;
** ოთახის ჯავშნების მიღება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო ინვენტარისა და ტექნიკის მონიტორინგი, გაუმართაობის შემთხვევაში - რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.khomasuridze@bazzarhotel.com

გთხოვთ შეტყობინების "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე