Робота для біженців з України
მიმტანი/მომსახურე პერსონალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი/მომსახურე პერსონალი
მომწოდებელი: სუში რუმი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.

გაიხსნა "სუში რუმის" პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში.

ვეძებთ ერთგულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურე პერსონალს/ მიმტანს.

ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი

რას გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** უნიკალური შესაძლებლობას გაიზარდოთ პრემიუმ ბრენდთან ერთად;
** დახვეწილ, გემოვნებიან და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.

მოთხოვნები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აუცილებელია;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** ქართული და ინგლისური ენის გამართული ცოდნა.

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტაცია და მომსახურება;
** სალაროსთან მუშაობა.

გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "მომსახურე პერსონალი".

"სუში რუმი" მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე