|
დასახელება:
სუშის მზარეულის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
სუში რუმი
|
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას სუშის მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
გაიხსნა "სუში რუმ"-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო, გაქვს გამოცდილება, ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდე იაპონური სამზარეულოს მაღალი დონის მზარეული, ეს ვაკანსია შენთვის არის.
ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი
რას გთავაზობთ:
** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ იაპონური სამზარეულო სუშის ოსტატი მზარეულისგან;
** პრემიუმ სამზარეულოს, მაღალი ხარისხის პროდუქციით, ინვენტარით და ხელსაწყოებით;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.
მოთხოვნები:
** ინტერესი იაპონური სამზარეულოს მიმართ (გამოცდილება პლუსია);
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პასუხისმგებლობა/მოვალეობები:
** მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.);
** სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება;
** სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "სუშის მზარეულის ასისტენტი". განცხადებას უნდა ერთოდეს ფოტოსურათი.
შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ.
|
|
|
|