Робота для біженців з України
ცხელი ხაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: დიდი დიღომი გაზი
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
კომპანია "დიდი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. №5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი — 10:00-17:00; შაბათი — 10:00-15:00
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებელთა მომსახურება;
** მომხმარებლების კონსულტირება კომპანიის მომსახურებებთან, წყვეტებთან, დავალიანებასა და გადახდის პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამის ტექნიკურ სამსახურთან გადამისამართება;
** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მომხმარებლების მხარდაჭერა.

მოთხოვნები:

** საშუალო ან/და უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის/ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: elene.margalitadze@didi-digomgaz.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე