Робота для біженців з України
ფილების განშლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილების განშლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილების განშლის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: თორნიკე ერისთავის #21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:50-18:00 საათი; შაბათი: 09:50 - 14:00 საათი
ანაზღაურება: 1335 ლარი ნეტ. გამოსაცდელი ვადის შემდგომ 1470ლ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისგან პირველადი შეკვეთების მიღება და კონსულტაციის გაწევა;
** ავეჯის მასალებისთვის (ლამინატი, მდფ და სხვა) ფილების განშლის მომზადება სპეციალიზებულ პროგრამაში;
** შეკვეთაში არსებული CNC ფრეზირების მომსახურებისთვის, ჩანახაზების დამუშავება, დანადგარისთვის ზუსტი პროგრამული ნახაზების და სამუშაო ფაილების მომზადება;
** მიღებული შეკვეთის, მასალის ხარჯისა და შესრულებული სამუშაოს საფუძველზე მომხმარებლისთვის შესაბამისი საფასურის დაანგარიშება და ინვოისების მომზადება;

კომპანია უზრუნველყოფს პროგრამების ადგილზე შესწავლას.

სასურველია Autocad, cutrite პროგრამების ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Autocad, cutrite, 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

ვერბალური უნარები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** ეფექტური კომუნიკაცია;

მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge

სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფილების განშლის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე