"რედ ველვეტი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლეო კვაჭაძის ქ. N19
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ნავაჭრის 1.5% (თვეში ჯამურად დაახლოებით 1800-2200 ლარის ფარგლებში)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრისგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდება;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
** სხვადასხვა სახეობის ცხელი და ცივი სასმელების (ალკოჰოლური/არაალკოჰოლური) მომზადება;
** მენიუსა და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა და მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
** ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;
** მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის, საჭიროებისამებრ;
** სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება;
** სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვირეკოთ ნომერზე: 555 63 84 60.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|