Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: 6 დღიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: 2000 ლარი (+ ბონუსი)
გამოსაცდელი ვადა 6 თვე

ფუნქციები და მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალისთვის სამუშაოს სწორად დელეგირება;
** პერსონალის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობების კონტროლი;
** მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო).
** Z-ის ფაილის წარმოება;
** ზედნადებების აღრიცხვა;
** არსებული პროდუქციის რაოდენობების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციაზე არსებული ფასმაჩვენებლების და განლაგების სიზუსტის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** მის მაღაზიაში პროდუქციის / ინვენტარის ნაკლებობის შესახებ დროული შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** ახალი მიღებული კადრების (სტაჟირება) გადამზადებაზე ზრუნვა;
** თანამშრომლების მოსვლა/წასვლის/შესვენების საათების კონტროლი;
** მაღაზიის სისუფთავის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე